Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდებისა და საბაკალავრო და სამაგისტრო დაცვების ჩატარების შესახებ ვბრძანებ: 1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დასკვნითი გამოცდები და საბაკალავრო და სამაგისტრო დაცვები განხორციელდეს მხოლოდ LMS და elearning აკადემიური პლატფორმებისა და ZOOM -ის მეშვეობით; 2. დასკვნითი გამოცდების ჩატარების ფორმატი: 1) ზეპირი გამოცდა “ზუმში” ბილეთებით, ან/და პრეზენტაცია: 1 სტუდენტის გამოკითხვა - მინიმუმ 20 წუთი; 2) წერითი გამოცდა ბილეთებით: ერთი ბილეთი - მინიმუმ 4 საკითხით ბაკალავრებისთვის და მინიმუმ 2 საკითხით მაგისტრანტებისთვის; გამოცდის ხანგრძლივობა - 2 სთ, საკითხების დამატების შემთხვევაში - 3 სთ; 3) ღია, ან კომბინირებული (დახურული და ღია) კითხვები/ტესტები, გამოცდის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 1, 5 – 2 სთ.; 4) რეფერატი/ესე: 2-8 გვ., ერთდღიანი ფორმატი, მაქსიმუმ 6 სთ, მოწმდება პლაგიატზე. 3. დამატებითი გამოცდა ჩატარდეს მხოლოდ „ზუმში“. 1 სტუდენტის გამოკითხვა - მინიმუმ 20 წთ. დამატებით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა: ფორმა #100, სამხედრო სამსახური, დაუძლეველი პირობა; 4. ლექტორებმა საგამოცდო ტესტები/ბილეთები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 15 ივნისის ჩათვლით, კერძოდ:  ტესტის 4 ვარიანტი;  15 ბილეთი საბაკალავრო საგნისთვის;  10 ბილეთი სამაგისტრო საგნისთვის. 5. სამაგისტრო ნაშრომის შეფასების ფორმატი: 1) დაცვის გარეშე - ელექტრონულად: შეფასების კრიტერიუმები იხილეთ: https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/el%20dacva.pdf ამ ფორმატში დაცვა ხორციელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: "პოლიტიკის მეცნიერება","საზოგადოებრივი გეოგრაფია", "დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია", "კონფლიქტების ანალიზი და მართვა", "კულტურისა და მედიის სოციოლოგია","ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება" 2) დაცვა “ZOOM” პლატფორმის მეშვეობით: შეფასების კრიტერიუმები იხილეთ: https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/MA%20dacvis%20cesi%202020.pdf “ზუმში” დაცვის ხანგრძლივობა: 20წთ. პრეზენტაცია + 10წთ. დისკუსია. ამ ფორმატში დაცვა ხორციელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: „სოციოლოგია“, "სოციალური მუშაობა", "სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა", "დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა", "ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები"," მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები", "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები", "გენდერის კვლევები"; შენიშვნა: სტუდენტისთვის დაუძლეველი პირობების შემთხვევაში, მისი სამაგისტრო ნაშრომის შეფასება განხორციელდება დაცვის გარეშე - ელექტრონულად. 6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა; 7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. თამარ დოლბაია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი , ასოცირებული პროფესორი